დაცემამდე
ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.
მიუწვდომლობა
ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.
სიცოცხლე
მზემ დასცა კაცი.
ძველი სახლი კი დგას,
ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.
ღამე
მშობლები - ბაღში
დაუკრეფავში.მიწამ
ჩაიკრა ბავშვი.
სიყვარული
გაშლილ მდელოზე
დაგორდა ვაშლი,თავბრუ
დაეხვა ჭიას.
დრო
გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,ძაღლო,
გეყოფა ყეფა!
ცივი გრანულა
დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.
შეიმას ჰინი – სიტყვის ერთმმართველობა
-
*ელიოტის მემორიალური ლექციებიდან (1986)*
რიჩარდ ელმანის სიტყვები იეიტსის შესახებ, ნებისმიერ სერიოზულ პო
ეტს ეხება: "მისი მ...
11 years ago
No comments:
Post a Comment