როგორი კარგი ვარ!
როგორი მსუბუქი!
ვითომც არაფერი,
ქარს ისე მივყვები.
სავსე ვარ სურვილით,
ჩუმად რომ ჩამითქვი
და მერე გულდაგულ
პირი მომიკარი.
აბა, კოჭისძაფი
როგორ გამიძლებდა?
გაწყდა
და წავედი.
ღირს ქვეყნად გაჩენა,
რომ ერთხელ გაფრინდე,
ისე,
არსაითკენ.
ვაი!
ქარი ჩადგა
თუ მხარი მეცვალა?
ძირს რატომ ვეშვები?
თვალი შემასწარი,
ვიდრე
ნაძვისწვერი
ლახვარს მომაგებებს,
ბუხ! - გავთქვამ ყველაფერს
და
ხეზე
დაკიდულ
ნაფლეთად
ვიქცევი!
1986
მალხაზ ხარბედია - მიღების საათები
-
*ჰანტერ ს. ტომპსონის “რომის დღიურები”*
ჰანტერ ს. ტომპსონმა თავისი თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება რამდენიმე წლის
წინ დაასრულა თვითმკვლელობით, მაგრამ იყო დრ...
1 month ago


0 comments:
Post a Comment